ჩილე

ჩილეს პრეზიდენტმა საპროტესტო აქციების პასუხად მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ საპროტესტო აქციების პასუხად მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა და სოციალური რეფორმების გატარების პირობა დადო. მან ასევე გამოაცხადა, რომ კომენდატის საათი, რომელიც ჩილეში ერთი კვირის წინ ამოქმედდა, გაუქმებულია.

ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ცვლილებები შევა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასაც.

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გუშინ საპროტესტო აქციებს მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 5%-ზე მეტია. ერთკვირიანი პროტესტის განმავლობაში ადგილი ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირებებს. მომიტინგეებმა დაწვეს ავტობუსები, დააზიანეს მეტროს სადგურები. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

დაიღუპა სულ მცირე 17 და დაშავდა ასობით ადამიანი. დააკავეს 7,000-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყანაში საპროტესტო აქციები მეტროზე ფასების ზრდას მოჰყვა და როგორც მომიტინგეები ამბობენ, ზოგადად გაზრდილი ფასებისა და ქვეყანაში არსებული უთანასწორობის წინააღმდეგ აქციებში გადაიზარდა. გუშინდელ აქციაზე მომიტინგეები პრეზიდენტ პინერას გადადგომასაც ითხოვდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები