ტერორიზმი

პენტაგონი: აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიდკვიდაციის ოპერაციისას 2 პირი დავაკავეთ

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, უშიშროების მრჩეველი რობერტ ო'ბრაიენი, თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი და გენერალი მარკ მილი აკვირდებიან აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციას
axios

პენტაგონი ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციისას ორი პირი დააკავეს.

განცხადების მიხედვით ისინი უსაფრთხო ლოკაციაზე გადაიყვანეს. მათ შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

ცნობილია, რომ სპეცოპერაციისას მოკლეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 9 წევრიც.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეოები გასაჯაროვდეს.

გენერალი მარკ მილი ამბობს, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს სპეცოპერაციის ვიდეოების და ფოტოების დეკლასიფიკაციის პროცესი და მათ გაზიარებას პენტაგონი ჯერ-ჯერობით არ გეგმავს.

პენტაგონი ადასტურებს, რომ სპეცოპერაციისას ამერიკელი სამხედროები არ დაღუპულან. დაშავდა ერთ-ერთი ძაღლი, რომელიც სპეცოპერაციისას ალ-ბაღდადის დაედევნა. ტრამპმა ძაღლის ფოტოს საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

გენერალი მილი ამბობს, რომ ამერიკელი სამხედროები სირიაში ნავთობის საბადოების ე.წ. ისლამური სახელმწიფოსაგან დასაცავად დარჩებიან. ტრამპმა ისიც თქვა, რომ აშშ-ს ამ ნავთობის ნაწილი მიღება უნდა შეეძლოს, თუმცა ამგვარი ქმედება ჟენევის კონვენციას დაარღვევს.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებული იყო.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები