მიუსაფარი ცხოველები

Go Pro-ს მეშვეობით ქუჩის ძაღლმა საკუთარი ყოველდღიურობა "გადაიღო" - video

0 კომენტარი

იდოეთში ძალიან ბევრი ქუჩის ძაღლია, რომელიც ქვეყნის გადატვირთულ ქუჩებში მუდამ საკვებს და თავშესაფარს ეძებს.

ბევრი მათგანი პატრონმა მიატოვა, ზოგი ქუჩაში დაიბადა და მათ უმეტესობა რთული ყოველღიურობის გამო დასახიჩრებული და დასნეულებულია.

ორგანიზაცია World For All Animal Care and Adoptions-მა კამპანია წამოიწყო. მათ ერთ-ერთ ქუჩის ძაღლს საყელურზე კამერა დაუმაგრეს, რომელიც ძაღლის ყოველდღიურობას გადაიღებდა.

#AStreetDog’sLife” [#ქუჩისძაღლისცხოვრება] ამ სათაურით ვიდეოს YOUTUBE-ზე 7 მილიონი ნახვა აქვს.

"კამპანიის წამოწყებისა და ვიდეოს გავცელების მიზანია ქუჩის ცხოველების ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შეიცვალოს. არც ერთი ძაღლი არ დაზიანებულა ამ ვიდეოში, უბრალოდ მასში ის მძიმე კადრებია შეკრებილი, რომელსაც თითქმის ყველა ქუჩის ძაღლი ყოველდღიურად გადის", - ამბობენ კამპანიის ორგანიზატორები.

[ვიდეო ექსპერიმენტი რამდენიმე წლის წინაა გადაღებული ინდოეთში]

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები