ტერორიზმი

აშშ-მა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციის ამსახველი კადრები გაავრცელა [Video]

0 კომენტარი

აშშ-მა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციის ამსახველი კადრები გაავრცელა. ვიდეოში ჩანს როგორ გაუხსნეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს ცეცხლი ვერტმფრენიდან.

გენერალმა კენეთ მაკენზიმ თქვა, რომ როდესაც ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა, მასთან ერთად ორი ბავშვი იმყოფებოდა და არა სამი, როგორც ეს მანამდე დონალდ ტრამპმა თქვა.

მან ასევე დააკონკრეტა, რომ რეიდისას დაიღუპა 4 ქალი, რომლებსაც ასაფეთქებელი მოწყობილობები, შაჰიდის ქამრები ჰქონდათ და ერთი კაცი.

მაკენზის თქმით ვერტმფრენებიდან ცეცხლის გახსნის შედეგად მოკლეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, თუმცა ზუსტი რიცხვი არ დაუკონკრეტებია.

მან დაადასტურა, რომ დნმ-ის ანალიზით ალ-ბაღდადის იდენტიფიკაცია მოხდა და რომ მისი დნმ-ის ნიმუში 2004 წელს ერაყის ციხეში მისი ყოფნის პერიოდიდან იყო მის საქმეში.

მაკენზის თქმით ალ-ბაღდადის ნეშტი სიკვდილიდან 24 საათის განმავლობაში ზღვაში დამარხეს.

გენერალმა მაკენზიმ თქვა, რომ აშშ-ის შეიარაღბული ძალები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან შურისძიების მცდელობას ელიან.

"ვეჭვობთ, რომ ისინი ცდიან შური იძიონ. ჩვენ მომზადებულები ვართ ამისათვის." თქვა მან.

27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებული იყო.

29 ოქტომბერს მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელიც მოკლულია. მას კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, იგულისხმება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სპიკერი აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირი. აშშ-მა მისი სიკვდილი ოფიციალურად 28 ოქტომბერს დაადასტურა.

როგორ იპოვეს და მოკლეს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი - აშშ-ის სპეცოპერაციის დეტალები შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები