ცნობილი ადამიანები

ლეონარდო დიკაპრიო გრეტა ტუნბერგს შეხვდა და მას “ჩვენი დროის ლიდერი” უწოდა

0 კომენტარი
ფოტო: Instagram/LeonardoDicaprio

ლეონარდო დიკაპრიო და გრეტა ტუნბერგი ერთმანეთს კლიმატის ცვლილებაზე სასაუბროდ შეხვდნენ - ფოტოები მსახიობმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

"ადამიანთა ისტორიაში ცოტა შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ხმები ასეთი გაძლიერებულია მნიშვნელოვან მომენტებში - თუმცა გრეტა ტუნბერგი ჩვენი დროის ლიდერი გახდა", - წერს ლეონარდო დიკაპრიო.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს რომ გრეტა ტუნბერგის გამოჩენა და მესიჯები მსოფლიო ლიდერებისთვის გამოღვიძების მიზეზი იქნება.

"ეს გრეტას და ახალგაზრდა აქტივისტების დამსახურებაა, რომ ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს. პატივი იყო, გამეტარებინა დრო გრეტასთან ერთად. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ, ჩვენი პლანეტისთვის ნათელი მომავლისთვის", - წერს ლეონარდო დიკაპრიო.

მსახიობმა ინსტაგრამზე პოსტი პარასკევს დადო, დღეს კი უკვე 5 მილიონამდე მოწონება აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები