ილია მეორე

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ცოლმა კათოლიკოს პატრიარქი მოინახულეს

"ქართული ოცნება"

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს.  

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბიძინა ივანიშვილი შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ".

მანამდე, 1 ნოემბერს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია შეხვდა. გიორგი გახარიამ ტერიტორია დაახლოებით ათ წუთში დატოვა

მას შემდეგ, რაც სინოდის სხდომის დატოვებისას მეუფე პეტრემ კათოლიკოს პატრიარქი დაადანაშაულა, რომ ის "პიდარასტიით, მამათმავლური ცოდვით" შეპყრობილია, საპატრიარქოში პოლიტიკოსების ნაწილი მივიდა, შემდეგ კი ილია მეორეს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. მათ შორის იყო ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

კომენტარები