მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები

მსოფლიო უმსხვილესი კომპანია Saudi Aramco საფონდო ბირჟაზე გადის

cnbcfm.com

საუდის არაბეთის რეგულატორმა დააკმაყოფილა სახელმწიფო სანავთობო კომპანია, Saudi Aramco-ს მოთხოვნა საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შესახებ. 

არსებული ინფორმაციით, საფონდო ბირჟაზე განთავსებული პროცესი ტრანსპარენტული იქნება. IPO-ს ფარგლებში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და მმართველთა საბჭოს საქმიანობის შესახებ. ამავდროულად, რეგულატორმა არ დაასახელა აქციათა ზუსტი, რაოდენობა, რომლის განთავსებასაც კომპანია გეგმავს. 

ტელეარხ ალ-არაბიას ცნობით Saudi Aramco პროსპექტს 10 ნოემბრამდე გამოაქვეყნებს. აქციებზე ფასის ფორმირების პროცესი კი 17 ნოემბერს დაიწყება. ბირჟაზე განთავსების შემოსავლები საუდის არაბეთის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდში ჩაირიცხება. აქციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საუდის არაბეთის სტრატეგიული გეგმის Vision 2030-ის მისაღწევად დაიხარჯება. 

გეგმის მიზანია, ეკონომიკის დივერსიფიცირება, უსაფრთხოების ბალიშის შექმნა და ეკონომიკის დამოკიდებულების შემცირება ნავთობის ინდუსტრიაზე. არსებული ინფორმაციით Saudi Aramco ბირჟაზე აქციათა მხოლოდ ხუთ პროცენტს განათავსებს, ხოლო პოტენციური შემოსავალი, დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია. 

Bloomberg-ის ინფორმაციით კომპანიის ღირებულება 2 ტრილიონ დოლარს აღწევს, რითიც მსოფლიოს უპირობოდ ყველაზე მსხვილი კომპანიის სტატუსს ინარჩუნებს. 2018 წლის მონაცემებით კომპანიის წმინდა მოგებამ 111 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო 2016 წლის პირველ ნახევარში იგივე მაჩვენებელი 47 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. 

კომენტარები