And Then We Danced

შეიძლება დარბაზი დავიკავოთ - And then we danced-ის ჩვენების ჩაშლით ფალავანდიშვილიც იმუქრება

0 კომენტარი

"ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ. ის ამბობს, რომ სახელმწიფო "სოდომისტურ მაფიას" დაექვემდებარა და "შვილების გასარყვნელ სიბინძურეს მწვანე შუქი აუნთო".

"სახელმწიფო დუმს და ამიტომ, ქართველ ხალხს და ერს აქვს ვალდებულება, დაიცვას წესრიგი, კანონის დაცვით, მაგრამ ფიზიკური ხელის შეშლით. შეიძლება ჩვენ დარბაზი დავიკავოთ წინასწარ, შეიძლება გავაკეთოთ პიკეტირება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ სამი დღის განმავლობაში, არცერთ კინოთეატრში არ უნდა მოხდეს ამ საშინელების ჩვენება"- ამბობს ფალავანდიშვილი. 

მისივე თქმით, მომხრეებთან ერთად კინოთეატრ ამირანთან 5 საათზე მივა.  

"საელჩოებს ნუ ეგონებათ რომ ჩვენ მთავრობასავით მათ გავუწვებით და მივიღებთ როგორც მეფეებს და გავატარებთ. გვეყოფა იმის ძალები რომ ყველგან გავაგზავნოთ ჩვენი ხალხი"- ამბობს ის. 

ფალავანდიშვილი მთავრობას მოუწოდებს აღკვეთოს ფილმის ჩვენება. 

"პოლიცია თუ დაიცავს მათ, ის დაიცავს ჩვენი შვილების გარყვნას. ხდება უკანონო მოძალადე. ჩვენ უნდა დავუდგეთ პოლიციასაც. პოლიცია თუ ხელს შეგვიშლის, ჩვენ შევუშლით ხელს, რომ არ დაიცვას ამ სიბინძურის ჩვენება. გვაქვს იმედი, რომ პოლიცია ქართველ ხალხს არ დაარბევს"- ამბობს ფალავანდიშვილი. 

ცნობისთვის, ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემაც თქვა, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. 

ასევე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძეც ამბობს, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" არის "ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა" და ამაზე ეკლესია პროტესტს გამოთქვამს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

.............

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები