ტერორიზმი

ტაჯიკეთის და უზბეკეთის საზღვარზე ISIS-ის თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა

TAJIKISTAN GOVERNMENT

ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ერთ-ერთ სასაზღვრო პუნტქზე ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ თავდასხმა მოაწყო. დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ ტაჯიკეთის მთავრობა ავრცელებს.

სასაზღვრო პუნქტს ტერორისტული ორგანიზაციის 20 წევრი დაესხა თავს. მათ მესაზღვრე და ერთი პოლიციელი მოკლეს.

მოკლულია 15 თავდამსხმელი. დააკავეს 5 მებრძოლი.

სასაზღვრო პუნტქი, რომელიც ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბედან 60 კილომეტრში მდებარეობს და მისი მიმდებარე ტერიტორია ამჟამად დაკეტილია.

სახელმწიფო მედია Khovar ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავდამსხმელები ქვეყანაში ავღანეთიდან 3 ნოემბერს შევიდნენ.

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს თავდასხმაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. ტერორისტულ ორგანიზაციას ტაჯიკეთში თავდასხმბი წასრულშიც განუხორციელებია. მიმდინარე წლის მაისში ტერორისტებმა დუშანბეში, ციხეში მომხდარი ამბოხებისას ათობით ადამიანი მოკლეს. გასულ წელს კი თავდამსხმელებმა, რომლებიც ერთგულებას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს უცხადებნენ 4 უცხოელი მოკლეს.

თავდასხმამდე ტაჯიკეთის და უზბეკეთის მთავრობებმა სასაზღვრო დავის გადაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელსაც ხელს სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე მოაწერენ.

კომენტარები