ცნობილი ადამიანები

ლედი გაგა ბრედლი კუპერზე: ჩვენ სიყვარულის ისტორია შევქმენით

0 კომენტარი
ფოტო: Forbes.com

ლედი გაგა რუსული Elle-ის დეკემბეის ნომრის გარეკანზე მოხვდა, ინტერვიუ კი მისგან ოპრა უინფრიმ აიღო.

ჯერჯერობით სრულად არ არის გავრცელებული რაზე ისაუბრეს მათ, თუმცა ცნობილია რა უთხრა ოპრა უინფრის მომღერალმა ბრედლი კუპერზე.

"ჩვენ სიყვარულის ისტორია შევქმენით. როგორც მომღერალს და როგორც მსახიობს, ცხადია, გვსურდა რომ ხალხს დაეჯერებინა ჩვენი სიყვარულის შესახებ. ასევე, გვსურდა ეს სიყვარული ოსკარის ცერემონიალზე ეგრძნოთ. გვინდოდა ამას ყველა კამერასა და ტელევიზორში შეეღწია. ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, დღეების განმავლობაში ვმუშაობდით. შემდეგ ამაზე რომ ვილაპარაკეთ, ვთქვით რომ საქმე კარგად შევასრულეთ", - თქვა ლედი გაგამ.

რუსული Elle-ს დეკემბრის ნომრის გარეკანი

ლედი გაგა და ბრედლი კუპერი ერთად ფილმში "A Star is Born" თამაშობენ. მათ, 2019 წელს ოსკარის ცერემონიალზე ფილმის საუნდტრეკი  "Shallow" ერთად შეასრულეს, რის მერეც გავრცელდა ჭორები რომ ისინი ერთამენთს ხვდებოდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები