უიტნი ჰიუსტონი და რობინ კროუფორდი

უიტნი ჰიუსტონი თავის საუკეთესო მეგობარს ხვდებოდა

0 კომენტარი
ფოტო: Worldwire Entertainment Tv

ჭორები იმის შესახებ, რომ უიტნი ჰიუსტონსა და მის საუკეთესო მეგობარს, რობინ კროუფორდს, არა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ, კროუფორდმა ცოტა ხნის წინ, თავის ახალ წიგნში - A Song For You: My Life with Whitney Houston დაადასტურა. 

კროუფორდი ამბობს, რომ ჰიუსტონს და მას რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ და მომღერალმა მისი გაწყვეტა იმიტომ გადაწყვიტა, რომ 80-იანებში მის კარიერას ამის გამო საფრთხე შეექმნებოდა და საზოგადოება ამ ფაქტს წყვილის წინააღმდეგ გამოიყენებდა.

"მან მითხრა, რომ ჩვენი ურთიერთობა ფიზიკური აღარ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ჩვენს ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებდა." წერს კროუფორდი. 

ასევე მომღერლის მეგობარმა აღნიშნა, რომ დიდი ზეწოლა იგრძნობოდა ჰიუსტონის ოჯახის მხრიდანაც. ჰიუსტონის დედა ფიქრობდა და შვილს ეუბნებოდა, რომ ქალებს შორის ასეთი სიახლოვე არაბუნებრივია. 

"თუმცა ჩვენ მართლაც ასეთი ახლობლები ვიყავით. არასდროს ვიყენებდით კონკრეტულ ტერმინებს, როგორიცაა სიტყვა "გეი", უბრალოდ ისე ვიქცეოდით როგორც გვინდოდა. უბრალოდ ვცხოვრობდით და იმედი გვქონდა, რომ სულ ასე იქნებოდა." 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები