ერაყი

ერაყში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა 4 მომიტინგე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

thegardenisland.com

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მიმდინარე მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა ოთხი მომიტინგე ცეცხლსასროლი იარაღის მოკლეს. დაჭრილია 35 მომიტინგე.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლიციისა და საავადმყოფოს წყაროები ავრცელებენ. 

მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება შუჰადას ხიდზე მოხდა. 

ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაწყო. დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა.

პრემიერმინისტრმა აბდელ აბდულ მაჰდიმ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება ესმის, თუმცა ერაყის პრობლემებისთვის მაგიური გამოსავალი არ არსებობს. მან რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი მის სიტყვას არ ენდობა. 

ეს პირველი მსგავსი გამოცდაა პრემიერმინისტრ მაჰდისათვის, რომელიც შიიტურმა პარტიებმა გასულ წელს დანიშნეს.

ირანელი სასულიერო პირები არეულობაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მათ შიიტების პილიგრიმობისათვის ხელის შეშლა სურთ.

კომენტარები