ძმები გალაჰერები

ნოელ გალაჰერს ურჩევნია მისი ძმა ბორის ჯონსონი იყოს, ვიდრე ლიამ გალაჰერი

NME.com

ძმებ გალაჰერებს შორის დაძაბულობა გრძელდება - Daily Star-თან საუბრისას ნოელ გალაჰერმა თქვა, რომ ურჩევნია მისი ძმა ბორის ჯონსონი იყო, ვიდრე ლიამი.

"შემიძლია ვთქვა, რომ ბორის ჯონსონი უფრო გასართობია. ის ინგლისურად უფრო კარგად საუბრობს [ვიდრე ლიამი]", - თქვა ნოელ გალაჰერმა.

ჯგუფი Oasis 2009 წელს დაიშალა და ამის მიზეზი, სწორედ ნოელ და ლიამ გალაჰერებს შორის არსებული უთანხმოება იყო. დაუდასტურებული ინფორმაციით, ურთიერთობა საბოლოოდ 2009 წლის 28 აგვისტოს დაიძაბა, როდესაც ძმებმა ერთ-ერთი კონცერტის დროს კულისებში იჩხუბეს.

"მიუხედავად ამისა, ლიამი უკეთ გამოიყურება. სინამდვილეში, არც ერთთან არ მინდა", - თქვა ნოელ გალაჰერმა.

მისივე თქმით, მათ შორის არსებული უთანხმოება "დამღლელია".

"ოჯახური ამბები შესაძლოა დამღლელი იყოს. ის ჩემს ცოლს ხშირად აყენებს შეურცხყოფას, ასევე ემუქრება ჩემს შვილებს და ეს უკვე სისულელეა. ლიამს რამდენი შვილი ყავს ოფიციალურად? ოთხი, როგორც ვიცი. არც ერთ არ არის დაქორწინებული, ამიტომ სიტუაცია არ "დამძიმებულა", - თქვა ნოელ გალაჰერმა.

კომენტარები