და ჩვენ ვიცეკვეთ

ბათუმში კინოთეატრ აპოლოსთან ძალადობრივი ჯგუფების აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, კინოთეატრ აპოლოსთან ძალადობრივი ჯგუფების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ. 

არსებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა, ხოლო მემედ აბაშიძის ქუჩა ამ დროისთვის გადატეკიტილია. როგორც ცნობილია, სეანსი 10 საათზე უნდა დაწყებულიყო.

IPN-ის ინფორმაციით ადგილზე შეკრებილმა პირებმა კინოთეატრს კვერხები დაუშინეს. 

ამ დროისთვის უცნობია დროულად დაიწყო თუ არა სეანსი კინოთეატრ აპოლოში. ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს კინოთეატრის ადმინისტრაციას ინფორმაციის დასაზუსტებლად. 

რაც შეეხება თბილისს, ამ დროისთვის კინოთეატრ ამირანში ფილმის პირველი სეანსი უკვე ჩატარდა და მაყურებლებმა უკვე დატოვეს კინოთეატრი. 

შსს-ს ინფორმაციით ამირანთან მიმდინარე აქციაზე 11 პირია დაკავებული, მათ შორისაა აქტივისტ ანა სუბელიანის თავდასხმაში ეჭვმიტანილი. 

 

კომენტარები