რომან პოლანსკი

ფრანგმა მსახიობმა რომან პოლანსკი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

0 კომენტარი
ფოტო: Variety

გამოცემა Parisien-თან ინტერვიუში ფრანგმა მსახიობმა ვალენტინ მონიერმა თქვა, რომ რომან პოლანსკიმ მასზე სასტიკად იძალადა. 

მსახიობის თქმით, 1975 წელს, როდესაც ის 18 წლის იყო, რომან პოლანსკის სახლში, შვეიცარიაში, მეგობრებთან ერთად თხილამურებზე სასრიალოდ ჩავიდა. მაშინ მსახიობი რეჟისორს პირადად არ იცნობდა. ერთ-ერთ საღამოს პოლანსკიმ ის თავის ოთახში მოიწვია, ხოლო როდესაც ვალენტინა მასთან შევიდა, ის შიშველი დახვდა, ქალს დაარტყა, ტანსაცმელი შემოახია და გააუპატიურა. რამდენიმე ადამიანმა გამოცემა Parisien-ს დაუდასტურა, რომ მსახიობს მათთან ამ თემაზე  მანამდეც უსაუბრია. 

აღსანიშნავია, რომ პოლანსკის სასამართლო არ ემუქრება, რადგან ფრანგული კანონმდებლობით, 20 წელიწადზე მეტი ხნის საქმეებზე გამოიძიება არ იწყება. 

მსახიობის თქმით, მას მომხდარის შესახებ არ განუცხადებია, რადგან პოლანსკის ეშინოდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები