სტენლი კუბრიკი

სტენლი კუბრიკის თვალით დანახული ნიუ-იორკი (ფოტოები)

0 კომენტარი

სანამ ცნობილი რეჟისორი გახდებოდა, სტენლი კუბრიკი ჟურნალში Look 5 წლის განმავლობაში ფოტოგრაფად მუშაობდა და ნიუ-იორკს იღებდა. 

კუბრიკმა ჟურნალში მუშაობა  1945 წელს, 17 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბრონქსში ცხოვრობდა. მას ნიუ-იორკის ყველა კუთხის შესწავლა სურდა და 21 წლის ასაკში უკვე ბევრი იცოდა ქალაქის შესახებ. "კოლეჯში რომ წავსულიყავი რეჟისორი არასდროს გავხდებოდი" აღნიშნა რეჟისორმა 1972 წელს. 

ნიუ იორკის მუზეუმში სტენლი კუბრიკის ფოტოების გამოფენა სახელწოდებით “Through a Different Lens: Stanley Kubrick Photographs” გაიმართა. რეჟისორის თვალით დანახული ქალაქი კი ასეთია

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები