ბიბლიური თავისუფლება

მღვდელმონაზონი ნექტარიოსი: მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს

მღვდელმონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე ამბობს, რომ ბიბლიური თავისუფლების გარდაცვლილ წვვრს წესს ის აუგებს, თუნდაც ამის გამო ჯვრის დადება მოუწიოს. 

მან ფეისბუქზე დაწერა, რომ არ არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, თუმცა, თუ ოჯახს სურვილი ექნება, შეუიძლია, ეს საკუთარ თავზე აიღოს. მღვდელმონაზონი ნექტარიოსი ათონის მთაზე მსახურობს. 

"მე აუგებ წესს და რატომ!

2005 წელს ამერიკაში გარდამეცვალა ძმა (ღვიძლი არა, მაგრამ ჩემი ყველაფერი იყო) 23 წლის შოთიკო. რომ ჩამოვასვენეთ, წესს არ უგებდნენ. ეს იყო ისეთი დარტყმა...

ყველაფერი გაცოცხლდა: ის განცდა და შიში, რასაც მაშინ ვგრძნობდით ოჯახი. ხომ გვეტკინა და წესის აგებაზე უარის გამო იყო არა ტკივილი, არამედ სულის წვა.

დღეს ვიცი, რასაც გრძნობს ეს ოჯახი სამტრედიაში ვიცი. რაც არის ეს ყველაფერი.

მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს ტრაპეზზე.

მე არ ვარ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, თუმცა მისი ოჯახის ნებისამებრ, ავიღებ ჩემ თავზე და ავუგებ წესს. დღეს ჩემთვის 2005 წლის 16 თებერვალია, ის ტკივილია. "გირჩი " არაა რელიგიური ორგანიზაცია, ის პოლიტიკური პარტიაა ,ჩემო ძმებო გადით მაგათი მახინჯი პოლიტიკიდან, ხომ ხედავთ, მათმა ე.წ ვითომ ჰუმანურობამ ამ ბიჭის ოჯახი სადამდე მიიყვანა", - წერს მღვდელმონაზონი ფეისბუქზე.  

რამდენიმე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძე უკვე დაკრძალეს, მართლმადიდებლური წესით წესის აგების გარეშე. 

გირჩმა​ გუშინ, 11 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა სურს. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. 

როგორც გირჩს სასულიერო პირებმა უთხრეს, ადამიანებს, ვისაც "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა. 

ინფორმაციის გავრცელების განცხადება საპატრიარქოშიც გაკეთდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ "თუ ადამიანი ეკლესიას არ ეკუთვნის, მას ვერანაირ მსახურებას ვერ შეუსრულებენ​".

კომენტარები