სალომე ზურაბიშვილი

პრესსამსახური: პრეზიდენტი ფრანგული ასოციაციის "Mosaïque Nomade" წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი ფრანგული ასოციაციის "Mosaïque Nomade" წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც საფრანგეთში, კურორტ აბასთუმანში მოზაიკური პანოს გადასარჩენად, შეიქმნა.
 
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კოტე ნაცვლიშვილის თქმით, ასოციაციის დაფუძნებას საინტერესო ისტორია აქვს: ასოციაციის პრეზიდენტი ემანუელ შაზალი საქართველოში პროექტით "ექიმები საზღვრებს გარეშე" იმყოფებოდა და სწორედ მაშინ აღმოაჩინა აბასთუმანში მოზაიკა "ნადირობა" და მის გადასარჩენად საფრანგეთში დაბრუნებულმა დააარსა ასოციაცია და ფრანგულ საზოგადოებაში შემოწირულობების შეგროვება დაიწყო.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ განახლებული პანო რეაბილიტირებული აბასთუმნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება.

კომენტარები