Marvel

“მე და ყველა დასაქმებულს გვიყვარს კინო” - მარველის პრეზიდენტი სკორსეზეს ეხმაურება

0 კომენტარი
მარტინ სკორსეზე/კევინ ფაიგე

მარველის პრეზიდენტი, კევინ ფაიგი, მარტინ სკორსეზეს შეხედულებებს გამოეხმაურა, რომ მარველის პროდუქცია კინო არ არის.

კევინ ფაიგმა ოსკაროსანი რეჟისორის სიტყვები არასწორად შეაფასა.

"ყველას განსხვავებული განსაზღვრება აქვს კინოსი. მე და ფილმებზე მომუშავე ყველა ადამიანს გვიყვარს კინო, გვიყვარს ფილმები და მათზე მუშაობა", - თქვა კევინ ფაიგიმ.

მარტინ სკორსეზეს სიტყვებს გამოეხმაურა დისნეის ხელმძღვანელი ბობ იგერიც.

"ვფიქრობ, მას არასდროს უნახავს მარველის ფილმი. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მარველის ფილმი უნახავს, ამ განცხადებას ვერ გააკეთებდა", - თქვა ბობ იგერმა.

ცოტა ხნის წინ, მარტინ სკორსეზემ თქვა რომ მარველის პროდუქცია კინო არ არის და ის თემატურ პარკებს შეადარა. რეჟისორის თქმით, მან მარველის ფილმების ნახვა ცადა, თუმცა არ გამოუვიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები