პროპორციული საარჩევნო სისტემა

"შესაძლოა, დავტოვო გუნდი და მანდატი" - დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ტაბულა

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვდა და არ გამორიცხვას, რომ პროპორციული სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში დეპუტატის მანდატი და გუნდი დატოვოს.

მისი თქმით, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა.

"მთხოვა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და არ დამეზიანებინა საკუთარი გუნდი. შემდეგ ეს თხოვნა იყო უფრო პრინციპული, მაგრამ ვრჩები ჩემს პოზიციზე. არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი. რა თქმა უნდა, ეს საუბარი ურთიერთპატივისცემით მიმდინარეობდა, მაგრამ ზოგჯერ მკაცრი იყო, პოზიციები მანაც და მეც შევინარჩუნეთ ის, რაც გვქონდა. თუ ხვალ ის შედეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება. ამის გამო, კანოპროექტის კენჭისყრა გადაიდო - ხვალ ქართულ ოცნებაში კონსულტაციები უნდა გაიმართოს

კომენტარები