პარლამენტის წინ აქციაზე "სირცხვილია" თბილისის მერს კახა კალაძეს მომიტინგეებმა შუა თითი უჩვენეს.
სურათს სამოქალაქო მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში - For Freedom" Facebook გვერდი ავრცელებს წარწერით - "პასუხი კალაძეს".
მომიტინგეებმა ეს თბილისის მერის დღევანდელი ჟესტის საპასუხოდ გააკეთეს. კალაძემ მომიტინგეებს, რომლებიც პარლამენტთან პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას დილიდან აპროტესტებენ, შუა თითი უჩვენა.
მოგვიანებით კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს ჟესტი აქციის მონაწილეებისკენ მიმართული არ ყოფილა და შუა თითი თავის მეგობრებს უჩვენა.