სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს 70 წლის იუბილე მიულოცა

0 კომენტარი

პრეზიდენტმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს 70 წლის იუბილე და შეიხ-ულ-ისლამად არჩევიდან მე-40 წლისთავი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან და შეიხ-ულ -ისლამად არჩევიდან მე-40 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელიც ადრესატს 14 ნოემბერს ბაქოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილი ფართო საზოგადოების წინაშე გააცნეს.

საქართველოს პრეზიდენტის წერილში საუბარია შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს განსაკუთრებულ როლზე მის ქვეყნაში სარწმუნოების განმტკიცების საქმეში.

ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები