ვაჟა გაფრინდაშვილი

თალაკვაძე: გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ყველაფერს ვაკეთებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საუკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან "რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს". მისივე თქმით, ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ.

"ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, არის გაუგონარი ბოროტება. ეს მიუღებელია ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ჩვენი ოსი ძმებისთვისაც - ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა",-წერს არჩილ თალაკვაძე. 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში,ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ"

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

კომენტარები