კრიმინალი

ატენის ქუჩაზე მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

news.ge

რამდენიმე ადამიანი მოკლეს დღეს, ატენის ქუჩაზე.

ტაბულას ინფორმაციით მამაკაცმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

კომენტარები