ბიძინა ივანიშვილი

Washington Examiner: გაიცანით ივანიშვილი, პუტინის მიმბაძველი ქართველი

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი ფოტო: RIA Novosti

ამერიკულ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნდა წერილი სათაურით "გაიცანით ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მიმბაძველი ქართველი", სადაც ავტორი ტომ როგანი წერს, რომ ივანიშვილის ღალატი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე.

ავტორი იხსენებს ქართული ოცნების ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის მიერ რამდენიმე კვირით ადრე იმავე გამოცემაში გამოქვეყნებულ წერილსაც, სადაც უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ივანიშვილს იცავდა.

"ჩუგოშვილი და ათასობით ქართველი, რომლებიც ახლა წყლის ჭავლებს ებრძვიან, იძულებულნი გახდნენ, სიმართლე ეცნოთ. რასაც არ უნდა ამტკიცებდეს ივანიშვილის პიარით სავსე ვიკიპედიის გვერდი ან მისი ამერიკელი პროპაგანდისტები, როგორიცაა Chartwell Strategy Group, ივანიშვილი არანაირად არაა დაინტერესებული, საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონდეს," - წერს როგანი.

მისი თქმით, ივანიშვილი წმინდად პუტინისებრი ოლიგარქია, რომელიც ხელისუფლებაში დასავლური ღირებულებების მანტრით მოვიდა, ახლა კი პუტინის ლაქიაა:

"იშოვა რა ფული საბჭოთა კავშირის ჩამონგრევის შემდეგ უპატრონოდ დარჩენილი საბჭოთა ინდუსტრიების ხელში ჩაგდებით, ივანიშვილი წმინდად პუტინისებრი ოლიგარქია. და როდესაც ხელისუფლებაში მოსვლისას თავს გვაჩვენებდა, თითქოს აფასებდა დასავლურ კავშირებს, დღეს ის პუტინის შემდგარი ლაქიაა. დროს იმაში ატარებს, რომ ამერიკულ და ევროპულ საინვესტიციო პროექტებს კლავს და კრემლისადმი აბსურდულ მოწიწებას იჩენს." - წერია სტატიაში.

წერილის ბოლოს ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ "ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პუტინის მიმბაძველზე".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები