IRI-ის კვლევა

IRI: პრეზიდენტის ადმინისტრაციას უარყოფითად 70% აფასებს, ისევე როგორც თავად პრეზიდენტს

0 კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი ფოტო: სალომე ზურაბიშვილი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობა ყველაზე უარყოფითად პრეზიდენტის ინსტიტუტის საქმიანობას აფასებს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობას უარყოფითად 70% აფასებს, დადებითად - 27%, ხოლო მისი საქმიანობის შესახებ აზრი 3%-ს არ გააჩნია. 

ამასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ასევე 70%-ს არ მოსწონს, რითიც ის საჯარო პირებს შორის უარყოფითი რეიტინგის სათავეშია. დადებითად ზურაბიშვილს მოსახლეობის 23% ასახელებს, 7% შეკითხვას არ პასუხობს ან არ იცის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ზურაბიშვილს საჯარო პირებს შორის ყველაზე არაკომპეტენტურად 48% ასახელებს. თანამდებობებზე მყოფ პირებს შორის, მხოლოდ ზურაბიშვილს აქვს ასეთი მაღალი არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი. კომპეტენტურად მას მოსახლეობის მხოლოდ 18% ასახელებს. 

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები