ვითარება საავტომობილო გზებზე

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რობაქიძისა და დადიანის ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, დღეს 21:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

23:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე კი მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის ქუჩაზე.

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს და მოქალაქეებს ბოდიშს უხდიან შეფერხებისთვის.

კომენტარები