პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია ანტიკვარიატზე: თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას ემსახურება

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელმწიფომ პირველად შესძლო მსგავსი ტიპის შესყიდვა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას", - ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ათონელის რეზიდენციის ანტიკვარიატით მოწყობაზე.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, მეორადი და ანტიკვარული ავეჯი საქართველოს პირობებში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე თანამედროვე სტილის ქარხნული ავეჯის შეძენა.

"ეს ეკუთვნის საქართველოს და ეს ეკუთვნის პრეზიდენტის ადმინისტრაციას", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების (IDFI) კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის ანტიკვარიატით მოსაწყობად ბიუჯეტიდან 2 174 783 ლარი დაიხარჯა.

აქედან, 1 199 558 ლარი დაიხარჯა ანტიკვარული ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების შეძენაზე, 255 000 ლარი ანტიკვარიატის რესტავრაციაზე, ხოლო 720 225 ლარი თანამედროვე ავეჯისა და აქსესუარების შეძენაზე.

ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებული 59 ათას დოლარიანი მე-19 საუკუნის რუსული ჭაღია. სულ პრეზიდენტის რეზიდენციის ჭაღებზე ბიუჯეტიდან 391 112 ლარია დახარჯული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები