18 ნოემბრის აქციის დაშლა

ბრალდების მიერ წარდგენილ ვიდეოში არ ჩანს, რომ დაკავებულები პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სასამართლოზე, სადაც 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს, ბრალდების მხარემ ვიდეო წარმოადგინა, სადაც არ ჩანს, რომ ვინმე სამართლადამცველებს წინააღმდეგობას უწევს. 

მოსამართლის კითხვაზე თუ რამდენ წუთიანია მასალა და ვისი დაკავებაა ასახული, ბრალდების მხარემ უპასუხა რომ არ იცის და "მასაც არ უნახავს ჯერ". 

ასევე, მტკიცებულებად გამოიტანეს ვიდეო, სადაც მხოლოდ ის ჩანს, თუ როგორ სვამენ მანქანაში აქტივისტ გიგა მაქარაშვილს და ის მათ წინააღმდეგობას არ უწევს. 

გარდა ამისა, წარმოდგენილ ვიდეოში, სადაც როგორც ბრალდების მხარემ თქვა, დავით მჟავანაძის დაკავებაა ასახული, ვიდეოში მჟავანაძე ვერ ამოიცნო. 

აღსანიშნავია ისიც, რომ დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს შესთავაზა, რომ დაკავებულები დახმარებოდნენ თავიანთი თავების ამოცნობაში. 

............

გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პროცესის განხილვა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 4-საათიანი დაგვიანებით, მას შემდეგ განაახლა, რაც აქციის დაშლის დროს დაკავებული კიდევ 8 აქტივისტის პროცესი ორი საათით გადადო. მათ გარდა, მოსამართლეს კიდევ 6 აქტივისტის საქმის განხილვა აქვს გადადებული. ხოლო დანარჩენი 17 პირის სასამართლო სხდომა ჯერ არც დაუწყია.

ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავს. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. 

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები