აშშ - სამხრეთ კორეა

პენტაგონი: უარვყოფთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამხრეთ კორეიდან აშშ-ის ჯარები გამოგვყავს

0 კომენტარი
ფოტო: VOA

პენტაგონი უარყოფს სამხრეთ კორეულ გაზეთში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ს სამხრეთ კორეიდან ჯარების ნაწილი გამოჰყავს.

"ჩოსუნ ილბოს რეპორტაჟი საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი კორეის ნახევარკუნძულიდან ამჟამად რაიმე ჯარის გამოყვანას აპირებს," - თქვა პენტაგონის სპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა და სამხრეთ კორეულ გაზეთს ცრუ ინფორმაციის უარყოფა მოსთხოვა.

სამხრეთ კორეული გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეა თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდიდა, აშშ, სავარაუდოდ, 3 000 ან 4 000 ჯარისკაცის გაყვანას განიხილავდა. ჩოსუნ ილბოს ვაშინგტონის დაუსახელებელი დიპლომატიური წყარო ჰქონდა მოხმობილი. 

ესპერი გასულ კვირას სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც ორი ქვეყნის მტკიცე კავშირს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მხარეების შეხვედრის დროს, ვაშინგტონმა სეულთან თავდაცვის ხარჯებზე მოლაპარაკებები დაიწყო.

თავდაცვის მდივანს მარკ ესპერს ჯარების სავარაუდო გამოყვანის შესახებ ინფორმაცია არ აქვს - "ჩვენ მოკავშირეებს ასეთ საკითხზე არ ვემუქრებით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები".

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში აშშ-ის ჯარების განთავსება "5 მილიარდი დოლარი ჯდებოდა". ეს 5-ჯერ მეტი თანხაა იმასთან შედარებით, რა ხარჯსაც დღეს სამხრეთ კორეა იღებს.

სამხრეთ კორეაში ამჟამად 28 500 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები