ბერი ნარიმანი

შსს: ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მიმდევრები TV იმედის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

0 კომენტარი

ფონიჭალაში, ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებს  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაესხნენ თავს.

გადამღები ჯგუფის წევრები დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი წმ. გაბრიელ ურგებაძის მოწაფე იყო. მას 20 წელზე მეტია, საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა. რამდენიმე წლის წინ, მაქარაშვილი და მისი მიმდევრები მეტროს ყველა ვაგონში სამლოცველო კუთხის მოწყობას ითხოვდნენ, რასაც საპატრიარქო გაემიჯნა.

ამასთან, ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი რამდენჯემე დაუპირისპირდა ბერის მეზობლებს და პოლიციას. 2017 წელს, გამრეკელის ქუჩაზე პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად ბერმაც მიაყენა. იქამდეც, მაქარაშვილის მომხრები ძალის გამოყენებით შეეცადნენ სახლში შეღწევას. ისინი შენობის სახურავიდან თვითმკვლელობით იმუქრებოდნენ. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც სახლის მეპატრონეები დათანხმდნენ, ნიკოლოზ მაქარაშვილი სახლში შეეშვათ. 

მეზობლებთან და სახლის მეპატრონესთან რამდენიმე ინციდენტის შემდეგ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილმა მისამართი შეიცვალა და ამჯერად ფონიჭალაში ცხოვრობს. თითქმის ყოველდღე, მისი მომხრეები კორპუსთან ლოცულობენ და მღერიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები