თორნიკე დიასამიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ევროპული საქართველოს პრესსამსახურის წარმომადგენელი, თორნიკე დიასამიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ის მცხეთის პოლიციას დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული.

სამართალდამცველები მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან - საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.

დიასამიძე პოლიციამ მცხეთაში მიმდინარე აქციისას დააკავა, როდესაც ოპოზიციის წევრები და აქტივისტები დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარული ოფისისათვის ბოქლომის დადებას ცდილობდა.

კომენტარები