ავტოსაგზაო შემთხვევა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. 

შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები