შეხვედრა ქართულ ოცნებაში

შიოლაშვილი ივანიშვილთან შეხვედრაზე: ჯენტლმენურად შევთანხმდით, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ

პარლამენტი

"ჩვემ შევთანხმდით გარკვეულ საკითხებზე... თქვენ ცდილობთ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ ჩვენ ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე არ გაიმართება უმრავლესობის სხდომა", - თქვა "ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

როგორც ცნობილია, "ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე განსახილველი თემა საარჩევნო სისტემა იყო. თუ რაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე უმრავლესობის წარმომადგენლები დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

მორიგი შეხვედრა ქართული ოცნების ოფისში, ხვალ 10 საათზეა ჩანიშნული.

"ოცნების" ოფისში მაჟორიტარ დეპუტატებისა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა დღეს, 24 ნოემბერს, შედგა.

შეხვედრაზე სავარაუდო განსახილველი თემა დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა იყო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

ასევე, სხდომაზე, სავარაუდოდ, აკაკი ზოიძის ინიციატივაც განიხილეს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს, ან პლებისციტს გულისხმობს.

კომენტარები