26 ნოემბრის აქციის დაშლა

რუსთაველზე აქციის დაშლა დაიწყო, სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა

მთავარი არხი

ხელისუფლება პარლამენტთან მშვიდობიან საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დაიწყო. 

მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. 

ხელისუფლებამ პარლამენტთან აქციის დასაშლელად სპეცრაზმი რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანა.

მანამდე შსს-მ აქციის მონაწილეებს 30-წუთიანი ულტიმატუმი მისცა.

ულტიმატუმის შემდეგ აქციის მონაწილეები ტროტუარებზე გადავიდნენ. კანონი აქციის არც ერთ მონაწილეს არ დაურღვევია.

ათ საათზე მეტია, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება 26 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებს.

პოლიცია აქტივისტებს ტერიტორიაზე შეშის და ცეცხლის დასანთებად კასრების შეტანის უფლებას არ აძლევდა - ჩხრეკდნენ აქციის მონაწილეებს და ართმევდნენ შეშას და წალამს. გასათბობად დემონსტრანტები თამაშობდნენ და ცეკვავდნენ.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ მასშტაბური საპროტესტო აქციები განალხდა. 14 ნოემბრის შემდეგ, დემონსტრანტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით ითხოვენ.

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის სხდომების ჩაშლა გასულ კვირაშიც სცადეს. მათ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და მეორე დილით დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. რამდენიმე საათში სპეცრაზმმა პიკეტი წყლის ჭავლით დაშალა, რა დროსაც, 37 ადამიანი დააკავეს. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

კომენტარები