ე.წ გერმანული მოდელი

დემეტრაშვილი: გერმანული მოდელი არანაირად არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას

0 კომენტარი
ავთანდილ დემეტრაშვილი ფოტო: რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. 

მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში დემეტრაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციაში პირდაპირაა მითითებული, რომ მანდატების განაწილების წესი ორგანული კანონით, საარჩევნო კოდექსით განისაზღვრება. 

"ამიტომ საკმარისი იქნება ორგანული კანონისთვის საჭირო უმრავლესობა [76 დეპუტატი] იყოს პარლამენტში და არის კიდეც, რომ ამოქმედდეს გერმანული მოდელი,"- ამბობს დემეტრაშვილი. 

კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ ის, რასაც პარლამენტის ყოფილი თუ მოქმედი თავმჯდომარეები ამბობენ, გერმანული მოდელის არასწორი გაგებაა. 

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები