დოპინგური სკანდალი რუსეთში

რუსეთი საერთაშორისო სპორტიდან ვარდება - ოლიმპიური კომიტეტი მხარს უჭერს რეკომენდაციებს

twimg.com

მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი მხარს უჭერს ანტიდოპინგური სააგენტოს რეკომენდაციებს რუსეთის სპორტული ნაკრებების დაბლოკვის შესახებ. საუბარია WADA-ს რეკომენდაციებზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის ნაკრებები არ დაიშვება არცერთ მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებაზე. 

ოლიმპიური კომიტეტი მხარს უჭერს WADA-ს რეკომენდაციებს და რუსეთის დოპინგურ სკანდალთან დაკავშირებით უმკაცრესი ზომების მიღებას ემხრობა — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ამავდროულად ოლიმპიური კომიტეტი რუსულ მხარეს მოუწოდებს მაქსიმალური თანამშრომლობისკენ, რადგან არ დაზარალდნენ სუფთა სპორტსმენები. კომიტეტი, ასევე ანტი-დოპინგურ სამსახურს მოუწოდებს, გადასცეს საქმის მასალები ევროპის საბჭოს და იუნესკოს. 

რუსეთის სპორტის მინისტრის თქმით, პრეტენზიები სერიოზულია, თუმცა რუსეთს სანქციების არიდების გარკვეული შანსები მაინც აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება საკითხზე ლოზანას საარბიტრაჟო სპორტულმა სასამართლომ 9 დეკემბერს უნდა მიიღოს. 

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს რეკომენდაცია, სია რომელსაც მხარი დაუჭირა მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ დროისთვის სააგენტოს აღმასრულებელ კომიტეტს გადაეგზავნა. 

რეკომენდაციების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • რუსეთის დროშა არ უნდა აღიმართოს მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე;
  • აეკრძალოს რუსეთის ნაკრებს მონაწილობა მაღალ რანგის, მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში. შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც დაამტკიცებენ სისუფთავეს, მაგრამ ისინი ვერ იქნებიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები;
  • რუსეთის სახელმწიფო ჩინოვნიკებსა და წარმომადგენლებს ოთხი წლით აეკრძალოს მონაწილეობა ახალგზარდულ ოლიმპიადაზე, ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში. აეკრძალოს მონაწილეობა ნებისმიერ შეჯიბრში, რომელიც ორგანიზებულია ქვეყნის მიერ, რომელიც ხელს აწერს ანტიდოპინგურ კოდექსს;
  • ოთხი წლის ვადით აეკრძალოს რუსეთს ნებისმიერი საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობა და განაცხადის შევსება მასპინძლობაზე.

უკვე წლებია, რაც რუსეთთან მიმართებაში დოპინგური სკანდალი გრძელდება. ე.წ. რუსეთის დოპინგის სკანდალის გამო, რუსეთის ოლიმპიური ნაკრებს აეკრძალა მონაწილეობა სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე. 

კომენტარები