ნარჩენების დამუშავება

კალაძე: ვიწყებთ ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ მან უნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, სტრატეგიის შემუშავებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უკვე გამოყო გრანტი დაახლოებით 500 000 ევროს ოდენობით. EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერით შერჩეულია ის კონსორციუმიც, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს შექმნის.

„ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც დაეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას, გაწერს გრძელვადიან ხედვას, თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული კანონმდებლობითა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. ასეევე, უნდა შემუშავდესნარჩენების ტრანსპორტირებისათვის ახალი და ოპტიმალური სამარშრუტო სქემები," - თქვა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში და უბნებში უკვე განთავსებულია სეპარაციის ურნები, თუმცა ეს არასაკმარისია.

კომენტარები