ერთად ერთის წინააღმდეგ

დემონსტრანტები პარლამენტთან დამონტაჟებულ რკინის კონსტრუქციებთან მივიდნენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დემონსტრანტები და ოპოზიციის ლიდერები იმ რკინის კონსტრუქციებთან მივიდნენ, რითიც პარლამენტის შესასვლელებთან მისასვლელი გზებია ჩახერგილი. 

ამ გზით ხელისუფლება დაანონსებული პიკეტირების თავიდან აცილებას ცდილობს, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დემონსტრანტებს მაინცდამაინც შესასვლელებთან მისვლა არ სჭირდებათ იმისთვის, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს დისკომფორტი შეუქმნან. 

"არც ექიმი ვარ და არც მომწონს, მაგრამ მიწევს პროქტოლოგიური დაკვირვება, რომელ ხვრელში შეაძვრენს პოლიცია ამ ადამიანებს, რომლებსაც დეპუტატები ჰქვიათ და შეგახსენებთ, სკამების განაწილებისთვის შედიან ახლა,"- ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა. 

გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრისთვის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დააანონსეს, რათა ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში სესიის ჩატარება ვერ შეძლონ, თუმცა ადგილზე მისულებს, შესასვლელებთან მისაღწევი გზები და ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ, რომელსაც ასობით სამართალდამცველი აკონტროლებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები