აქციები პარლამენტთან

"ქალაქის იერსახეს ამახინჯებს" - აქტივისტებს დროებით კონსტრუქციაზე წარწერა არ გააკეთებინეს

ტაბულა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხელისუფლებამ რკინის კონსტრუქციები აღმართა, ხმაური იყო.

აქტივისტები დროებით კონსტრუქციაზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა.

თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა წარწერა პარლამენტთან მდებარე ერთ-ერთ შენობაზე გააკეთეს, რის შემდეგაც, პოლიცია მათ რკინის დროებით კონსტრუქციაზე წარწერის საშუალებას არ აძლევდა.

აქტივისტების მიერ გაკეთებული წარწერა ერთ-ერთი შენობის კედელზე
ფოტო: ტაბულა
აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ჰკითხეს, რა არის შეზღუდვის მიზეზი, რაზეც მათ უპასუხეს, რომ წარწერა "ქალაქის იერსახეს ამახინჯებს".

ტერიტორიაზე იმყოფება ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერიაც. ის განმარტავს, რომ წარწერის გაკეთება კანონის დარღვევა არაა.

საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა შეძლეს რკინის კედელზე სტიკერების მიკვრა, ასე, ძირს არსებუულ კონსტრუქციაზე წარწერის გაკეთება.

ფოტო: ტაბულა

კომენტარები