ერთად ერთის წინააღმდეგ

ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში ნელნელა იპარებიან

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში ნელნელა იპარებიან. მათ პარლამენტში შესაღწევად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს გავლით უწევთ შესვლა, რადგან ყველა სხვა გზა, მომიტინგეების შიშით, სამართალდამცველებმა თავად ჩახერგეს. 

ოპოზიციურმა ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დღეისთვის პარლამენტის შესასვლელების კიდევ ერთი პიკეტირება დააანონსეს, დილით ადგილზე მისულებს კი ასობით სამართალდამცველი დახვდათ, რომლებიც რკინის კონსტრუქციებს მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან იცავენ. 

პარლამენტის პიკეტირება ოპოზიციური გაერთიანების ბრძოლის ერთერთი გზაა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. 

დასავლელი პარტნიორების, ელჩებისა და ექსპერტების მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლება დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს, ქართული ოცნება მოქალაქეებს სპეცრაზმისა და წყლის ჭავლების ენით ესაუბრება. 

18 და 26 ნოემბერს პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაარბია, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ მოქალაქეს თვალი დაუზიანდა. 

ჯამში, ორივე დარბევის დროს, პოლიციამ 55 მოქალაქე დააკავა. ამასთან, აქციების დროს პერმანენტულად აკავებენ მოქალაქეებს, რასაც განრიდებას უწოდებენ. Amnesty International ხელისუფლებას ამ პრაქტიკის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ამგვარი ადმინისტრაციული დაკავევები მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს ზღუდავს. 

იგივე ორგანიზაცია წერს, რომ 18 და 26 ნოემბერს წყლის ჭავლების გამოყენება ხელისუფლების მხრიდან არც პროპორციული ძალა იყო და არც - საჭირო

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები