გიგი უგულავა

უგულავა: ავლაბარში ჩამომსვეს, საფულეც არ მქონდა, ღვთისნიერმა "ტაქსისტმა" მომიყვანა

www.facebook.com/ugulavageorge

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ პოლიციამ ავლაბრის მეტროსთან "ჩამოსვა".

როგორც უგულავა განმარტავს, მას თან საფულეც არ ჰქონდა და "ღვთისნიერმა ტაქსისტმა" დააბრუნა პარლამენტთან.

გიგი უგულავა გიორგი კანდელაკის დაკავებასაც გამოეხმაურა, რომელიც პოლიციამ ასევე ავლაბრის მეტროს მიმდებარედ გაათავისუფლა.

"გიორგი კანდელაკის დაკავება მოძალადე მთავრობას ცუდად აქვს დაცდილი. 2003 წელს მახსოვს, გიორგი კანდელაკი რომ დააკავეს კანცელარიასთან, 3 თვეში შევარდნაძე დაეცა. ასე რომ, თუ კანდელაკი დაკავებულია, ივანიშვილს ცუდად აქვს საქმე", - ამბობს უგულავა.

ცნობისთვის, პოლიცია ცდილობდა დეპუტატ ირაკლი აბესაძის დაკავებასაც, თუმცა საბოლოოდ, აბესაძე აქციაზე დარჩა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია აქციის სხვა მონაწილეების დაკავების შესახებაც. ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებენ.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ღონისძიებას მართავს, აქტივისტები იმყოფებიან.

თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო.

კომენტარები