ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი: მერჩივნა მებაღე ვყოფილიყავი, ვიდრე პოლიტიკოსი

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი ფოტო: Forbes

Bloomberg საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს სათაურით "თბილისში არეულობა მილიარდერის ოცნებას კოშმარით ემუქრება". Bloomberg ბიძინა ივანიშვილსაც გაესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკიდან მაშინ წავა, როდესაც "პასუხისმგებლიანი" პარტია გამოჩნდება ასპარეზე და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჩაანაცვლებს:

"არჩევანი რომ გვქონდეს დღეს ქართულ ოცნებასა და ვინმე სხვას შორის, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, წავიდოდი და პოლიტიკაში და პარლამენტში ვეღარ მნახავდით. ჩემს სოფელს არ დავტოვებდი."

"მერჩივნა მებაღე ვყოფილიყავი, ვიდრე პოლიტიკოსი." თქვა ივანიშვილმა ინტერვიუში. მან 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა:

"სიგიჟეა, რაც რუსეთმა გააკეთა, მაგრამ თუ კედელს ავაშენებთ, სიძულვილის ენას მივმართავთ და ერთმანეთის ლანძღვას დავიწყებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, სიტუაცია თავისით არ გადაიჭრება."

სტატიაში მოყვანილია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიც, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხმაურება:

"ივანიშვილი ფიქრობს, რომ მან უნდა გადაწყვიტოს ქართველი ხალხის ნაცვლად ვინ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში და ვინ არა. ეს ტიპური დიქტატორული ქცევაა. დაკავების მუქარა ვერ შემაკავებს საქართველოში დაბრუნებისაგან, მაგრამ კვლავ დგას კითხვა - როდის." თქვა მან სატელეფონო ინტერვიუში.

Bloomberg-ის სტატია მიმოიხილავს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, საპროტესტო აქციებს პარლამენტთან, აქციების დაშლას და რუსეთთან ურთიერთობებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები