ავიაკასტროფა

ავიაკატასტროფას სამხრეთ დაკოტაში 9 ადამიანი ემსხვერპლა

0 კომენტარი

სამხრეთ დაკოტას ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დილით მომხდარ ავიაკატასტროფას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

გარდაცვლილების შორის ორი არასრულწლოვანია. ადგილზე დაიღუპა თვითმფრინავის პილოტიც. თვითმფრინავში სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა, სამი გადარჩენილი ამ დროისთვის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. 

აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ლინ ლანსფორდის თქმით, კატასტროფის მიზეზი გაურასებული ამინდი გახდა. არსებული ინფორმაციით, სამხრეთ დაკოტაში ამ კვირაში ინტენსიური თოვა იყო მოსალოდნელი. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი არცერთ ავიაკომპანიას არ ეკუთვნოდა და ის კერძო პირის მფლობელობაში იმყოფებოდა. შემთხვევას ამ დროისთვის ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახური იძიებს. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები