ქართული ოცნების ახალგაზრდული კვირეული

რატომ კრებს ქართული ოცნება თბილისში ათასობით ახალგაზრდას, მათ შორის რეგიონებიდანაც

მთავარი არხი

ქართული ოცნება დღეს, 2 დეკემბერს თბილისში, ორბელიანის მოედანზე 10 000 სტუდენტის შეკრებას გეგმავს.

პარტიის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია კვირეულს მართავს, სახელწოდებით "საქართველო-ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა".

ქართული ოცნების მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ახალგაზრდული კვირეული დღეს, 20:00 საათზე ორბელიანის მოედანზე კონცერტით გაიხსნება.ხოლო კვირეულის ფარგლებში როგორც თბილისში, ისე რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, ასევე, გაიმართება საინფორმაციო კამპანია თემაზე: "რატომ ევროპა", ჩატარდება ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა. კვირეული 7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.

თბილისში ღონისძიებაზე დასასწრებად ქართული ოცნების მიერ დაქირავებული მიკროავტობუსებით რეგიონებიდან ჩამოდიან. მათ შორის ბათუმიდანაც. აჭარიდან რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი წამოვიდა. ბათუმელი სტუდენტები თბილისში 1 კვირით დარჩებიან. 

ახალგაზრდების მობილიზებას ორგანიზებას უნივერსიტეტების თვითმმართველობები უწევენ. 

"ბათუმელების" ინფორმაციით, როგორც ბათუმის უნივერსიტეტის, ასევე საზღვაო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სმს შეტყობინებები მიიღეს.

"საქართველო გახდა ევროსაბჭოს 53 ქვეყნის თავმჯდომარე 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ორშაბათს, თბილისში ტარდება ღონისძიება ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს 10 000 სტუდენტი" - წერია შეტყობინებაში.


ფოტო: ბათუმელები
სტუდენტები თბილისში ჩამოყავთ სხვა რეგიონებიდანაც. 

სირცხვილიას აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ მას ზუგდიდელმა სტუდენტმა მისწერა, რომ თბილისში 4 დღით ჩამოჰყავთ. 

მთავარმა არხის ცნობით, სინამდვილეში ქართული ოცნება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების კონტრაქციისთვის ემზადება.

მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად ბათუმის საზღვაო აკადემიამ განცხადება გაავრცელა და მას პროვოკაცია უწოდა. განცხადება დაახლოებით 1 საათში აკადემიის ფეისბუქ გვერდიდან წაიშალა.

"შეგახსენებთ, ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა საქართველო 27 ნოემბერს მოგეხსენებათ...ჩვენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა, კონკრეტულად თვითმმართველობამ და ასევე ბათუმის სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობებმა ერთობლივად გადავწყვიტეთ მივიღოთ მონაწილეობა და გავიზიაროთ ის სიხარული ახალგაზრდებმა რაც 27 ნოემბერს მოხდა. მოგეხსენებათ ის აერთიანებს 53 სახელმწიფოს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული!

ამასთან დაკავშირებით მთავარი არხი ცდილობს გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვების და მშობლების აღშფოთება. ნუ აყვებით ან პროვოკაციას მშობლებო, მეგობრებო ოჯახის წევრებო და ა.შ ჩვენი მიზანი და სურვილია მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული მსგავსს ღონისძიებებში!", - ეწერა საზღვაო აკადემიიის განცხადებაში.

მომდევნო 6 თვის განმავლობაში ევროსაბჭოს თავმჯდომარე იქნება. თავმჯდომარეობა საქართველოს ანბანით მოუწია.

კომენტარები