საპროტესტო აქციები

მცხეთაში გამართულ აქციაზე "ოცნების" მხარდამჭერებმა ზაალ უდუმაშვილს ცოცხი ჩაარტყეს

0 კომენტარი
ფოტო: rustavi2.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ზაალ უდუმაშვილს, მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, ქართული ოცნების მხარდამჭერმა ცოცხლი ჩაარტყა.

შემთხვევის დროს უდუმაშვილი მთავარი არხის ეთერში გუშინ, 2 დეკემბერს, "ოცნების" ოფისთან მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს აფასებდა.

"ოცნების" მხარდამჭერებმა აქციის მონაწილეებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს წყლის ბოთლიც ესროლეს.

ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების აქცია მცხეთის მერიასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ "გაბედეს" წევრებს მერიის წარმომადგენლებმა და ქართული ოცნების აქტივისტებმა სცემეს.

დღეს მერიასთან მისულ აქციის მონაწილეებს ადგილზე მმართველი გუნდის პარტაქტივი დახვდა. ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები