ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

Spiegel: ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთი დგას — რუსეთთან დაძაბულობა გარდაუვალია

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გერმანულენოვანი გამოცემა Der Spiegel ბერლინში მოკლული ქართველის, ზელიხმან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას გამოეხმაურა.

გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ გამომძიებლებმა გარღვევას მიაღწიეს. Spiegel-ის ცნობით, გამოძიებით პირადად არის დაინტერესებული გერმანიის გენერალური პროკურორი, პეტერ ფრანკი.

არსებული ინფორმაციით, ფრანკი საქმეს პირად კონტროლზე უახლოეს დღეებში გადაიბარებს. Der Spiegel-ის წყაროს ინფორმაციით, ფრანკს მყარი ეჭვი აქვს, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული. ამგვარად უახლოეს დღეებში შესაძლოა გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულოს.

მოცემულ ფონზე, გამოცემა ვარაუდობს, რომ რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრალური მეჩეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

Bellingcat-ის და Insider-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში თავიდანვე ჩართული იყო Der Spiegel-იც. სწორედ, ამ სამი მედიის მეშვეობით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. ცნობილი გახდა მკვლელის გადაადგილების მარშრუტი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. 

უფრო მეტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გაიგეთ აქ. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუ ამავე თემაზე გერმანელ ჟურნალისტთან ბორის რაიტშუსტერთან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები