ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

კრემლში ხანგოშვილის საქმის გამო გერმანიასთან ურთიერთობის გაფუჭებას არ ვარაუდობენ

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
Russia Insider

ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსეთის ჩართულობაზე ეჭვებს უსაფუძვლო უწოდა.

"აგვისტოში ბერლინში მომხდარი მკვლელობის საქმეში რუსეთის ჩართულობაზე გაკეთებული განცხადებები ვერანაირად ვერ შეცვლის ვლადიმირ პუტინისა და ანგელა მერკელის 9 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრას", — ასე გამოეხმაურა პესკოვი გერმანიასთან ურთიერთობის შესაძლო დაძაბვას.

პესკოვის ეს განცხადება რუსულმა მედიებმა მოსკოვის დროით დაახლოებით 12 საათსა და 50 წუთზე გაავრცელეს. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ - გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

"არა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ საქმესთან მიმართებით გერმანულ მხარეს სერიოზული ეჭვები აქვს, გაუგებარია, რა კავშირი აქვს მომხდართან რუსეთის ხელისუფლებას. აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებაა", — თქვა დიმიტრი პესკოვმა.

უფრო მეტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გაიგეთ აქ.

კომენტარები