ბერის დაკავება

საპატრიარქო დაკავებულ ბერზე: ჩვენს ეკლესიაში არ მსახურობდა, ბერად აღიკვეცა ათონის მთაზე

ტვ პირველი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ტაბულასთან ამბობს, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ბერი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არ მსახურობდა.

​ანდრია ჯაღმაიძის თქმით, გიგა ქავთარაძე ბერად აღიკვეცა საბერძნეთში, ათონის მთაზე და ბოლო წლებში საქართველოში ცხოვრობს.

"ჩვენს ეკლესიაში არ მსახურობდა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ბერს ასეთი ფაქტი შეემთხვა, მაგრამ ჩვენთან არ აღკვეცილა. აღიკვეცა საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქართველოს ცხოვრებისას ის ცხოვრობდა საკუთარ სახლში, არა როგორც მონაზონი მონასტერში, არამედ საკუთარ სახლში, როგორც სხვა ხალხი", - ამბობს ჯაღმაიძე ტაბულასთან.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ზუგდიდში ორი ადამიანი დააკავეს, თუმცა არ აზუსტებენ, არის თუ არა მათ შორის ბერი. უწყებაში არც იმას ამბობენ, რომელი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს ორი ადამიანი და რა რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული.

დაკავებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ ბერი დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები