ლედი გაგა

ლედი გაგა: მინდა რომ შვილები მყავდეს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ლედი გაგამ იუთუბის ვარსკვლავთან NikkieTutorials-თან ინტერვიუში 2019 წელი შეაჯამა და ისაუბრა, რისი გაკეთება სურს მომავალ ათწლეულში.

მომღერალმა ინტერვიუსას თქვა, რომ ის შვილების ყოლისთვის მზად არის.

"მეტი მუსიკა, პენსიაზე გასვლას მალე არ ვაპირებ, ყველანაირი ჟანრის განსხვავებული მუსიკა მსურს. მინდა რომ უფრო მეტ ფილმში ვითამაშო, მინდა რომ ბავშვები მყავდეს", - თქვა ლედი გაგამ.

მომღერალმა ასევე ისაუბრა, როგორ ცხოვრობს ახლა.

"ახლა, ამ მომენტში მე ვცხოვრობ ჩემს ინსპირაციებში. როდესაც შთაგონება მეწვევა ყოველთვის ყველაფერს სწორად ვაკეთებ. ძალიან ბევრ სიგიჟეს გავაკეთებ შემდეგ ათწლეულში. ზუსტად არ ვიცი რა იქნება ესენი, ამიტომ ეს ყველაფერი უფრო სიგიჟე ხდება", - თქვა ლედი გაგამ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლედი გაგამ შვილების ყოლაზე ისაუბრა. ივლისში მან ჟურნალ Allure-თან მოყვა როგორი მშობელი სურს რომ იყოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები